ID -ბარათი

ID -ბარათი

1,272 Просмотров

ელექტრონული პირადობის მოწმობის ID ბარათის ფუნქციები დღითიდღე ფართოვდება და დოკუმენტის მიღების სურვილს სულ უფრო მეტი მოქალაქე გამოთქვამს. ამ დრომდე დოკუმენტი უკვე 200 000--მა მოქალაქემ მიიღო.

დღეს, რუსთავის იუსტიციის სახლში, ID ბარათების სერვისების შესახებ და ID ბარათების გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, ID ბარათი მარალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია.

დოკუმენტის საშუალებით მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ საკუთარი პერსონალური ინფორმაციის იუსტიციის სახლის ვებგვერდზე (www.house.gov.ge) დათვალიერება, რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად შეცვლა, ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის მაღება; იუსტიციის სამინისტროში ID

ბარათმა უკვე ჩაანაცვლა საშვი, ასევე ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შესაძლებლობა მიეცათ ელექტრონული ბარათის საშუალებით მოახდინონ ობიექტის დაცვაზე აყვანა.

ID ბარათი გამოიყენება კერძო სექტორშიც, „საქართველოს ბანკმა" თავის მომხმარებლებს ID ბარათის საშუალებით მარტივი და სწრაფი სერვისი შესთავაზა. მათ აღარ უწევთ მომსახურებისთვის საჭირო აპლიკაციის ხელით შევსება. ID ბარათის გამოყენებითა და სპეციალური წამკითხველის საშუალებით, კლიენტის მონაცემები განაცხადზე უშეცდომოდ გადადის.

ცნობისთვის, საქართველოში პირველი ID ბარათი 2011 წლის 1 აგვისტოს გაიც

Тэги:

#iusticiis_saministro_iusticia
Ссылки и html тэги не поддерживаются


Комментарии: