Prod By Nika
(შენვე თმობ, ვხედავ საკუთარს რომ ვერ მტრობ, გსურდა ხელები გაგეთბო ცეცხლზე რომელიც არ ენთო)
სანამ სულით ემორჩილები ხორცს
ხარ თიხა და იმსხვრევი ისე როგორც არ გაწყობს
თუ კი ქაოსური სიმძიმე თავს არ გაცნობს
უკვე არის გასული დრო რომელიც ბადებს აწმყოს
წყობას თავისი მიზანი ისარი ვერ ასწრებს დროს
ნდობა ჭირს, ცნობა ჭრის, ამიტომ არ ვისმენ ჭორს
შური შორს,შორი შორს, მოშორებით ვიდგე ჯობს
რადგანაც მასები ნერვებზე ცუდად თამაშობს
ისევ ბევრი რამე ხდება მიღმა რეალობის
სურათის აღსაწერად დგება ხშირი დიალოგიც
ზოგჯერ ისეც არი როცა სიტყვები არ გყოფნის
იდეოლოგის ბრალია ალოგიკური ყოფის
ვერ გამიგებ როგორც მე ვერ გავიგე აქაურობის
ქაოტური მარტოობისა იდიოტური წყობის
არ შემიძლია შექმნა სასიამოვნო განწყობის
არაფერი შემიცვლია გამოსახატად გრძნობის
(შენვე თმობ, ვხედავ საკუთარს რომ ვერ მტრობ, გსურდა ხელები გაგეთბო ცეცხლზე რომელიც არ ენთო)
სანამ გამძლეობის და ნერვების ძაფი ერთად წყდება
გული გწყდება დღეს მაგრამ ხვალ უკვე დაგავიწყდება
ისევ შეცდები ანუ არაფერი არ იცვლება
ამითი და ეგუები რაღან მიწა არ იძვრება
ათი მცნება გახსენდება აწ მივიწყებული
ხარ მოწყენილი ამდროს კი ღმერთია განრისხებული
ამიტომაც ბევრი განსაცდელი დაწესებული არი
და არავინ არის აქ დაინტერესებული
მომიზეზებულია დღეს გაჭირვება თქვენი
გულის წუხილი და მწარე აკრძალული ხილის წვენი
ისმის ყალბი სინანული მაგრამ არაფერს არ შველის
ცივ გული და სისხლია სამარადისო სასჯელი
უპასუხისმგებლო ერში აქ რეგრესია
არავის ახსოვს რელიგია რწმენა და ეკლესია
არის სია ცოდვების ბრძოლით მოკალი ერესია
ბოროტების წინააღმდეგ სიკეთე დასათესია
(შენვე თმობ, ვხედავ საკუთარს რომ ვერ მტრობ, გსურდა ხელები გაგეთბო ცეცხლზე რომელიც არ ენთო)
ცლიდა ძალებით მედდა პალატებს
როცა ვუწერდი ძვირფას ბარათებს
სანამ მზის სხივი ქუჩებს ანათებს
იპყრობს დუმილი დანაღალატებს